fbpx
პოლიტიკა

ანგელა მერკელი ათენში ჩამოვა – მან მიცოტაკის მიწვევა მიიღო

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, ევროკავშირის მიერ სლოვენიაში ბოლოს გამართულ სამიტზე ანგელა მერკელი საბერძნეთში მოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ დადასტურებული არ არის, რას გააკეთებს ის კანცლერის პოზიციის დატოვების შემდეგ, სამთავრობო წყაროების ინფორმაციით, მერკელმა მიწვევა მიიღო და ის ათენს ნამდვილად ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ მერკელი გუშინ თურქეთში იმყოფებოდა, სადაც რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. გერმანელი პოლიტიკოსი ბერძნულ-თურქულ ურთიერთობებში ჩაერია და განაცხადა, რომ ამ ორმა ქვეყანამ აუცილებლად უნდა მოძებნოს დიალოგის გზა, გარკვეული მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად, რომელთაგან რამდენიმე საკმაო დროს მოითხოვს.

ეს ვიზიტები მერკელისთვის ბოლო იქნება გერმანიის კანცლერის რანგში.

onalem

ტესტ