როგორ იმოძრავებენ ავტობუსები ხვალ, 21 ივნისს, ათენში?!
ხვალ, 21 ივნისს, ათენში ავტობუსის მძღოლები რამდენიმე საათით გაიფიცებიან!
კერძოდ, OASA-ს თანამშრომელთა განცხადებით, ხვალ ავტობუსები არ იმუშავებს დილის 11:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე.
შეგახსენებთ, რომ სხვა დანარჩენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ჩვეულებრივ რეჟიმში.