fbpx
კრიმინალი

“20 წლის გავხდი და მახსოვს ხუმრობა ჩემზე, რომ მისთვის ზედმეტად “დიდი” ვიყავი” – კიდევ ერთი ახალგაზრდა ლიგნადისის შესახებ საუბრობს

პანაიოტის დიონისაკოპულო პროფესიონალი მოცეკვავეა, რომელიც სპექტაკლში, Billy Elliot, მონაწილეობდა. აღნიშნული სპექტაკლი 2015-16 წლებში დიმიტრის ლიგნადისის მიერ დაიდგა. დიონისაკოპულო საუბრობს თავის ლიგნადისთან თანამშრომლობაზე და იხსენებს მტკივნეულ გამოცდილებას.

“მე და დიმიტრის ლიგნადისი პირველად რეპეტიციებზე შევხვდით, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი. როცა მის შესახებ გავიგე, ღრუბლებიდან არ ჩამოვვარდნილვარ, რადგან ჭორები ყოველთვის არსებობდა.

მას პირადად აქვს ჩემთვის ნათქვამი, რომ უნდოდა სამუშაოს გარეთ შეხვედრა, რათა რაღაც შემოთავაზება გაეკეთებინა. ძალიან კარგად მახსოვს, რომ ადგილზე გავიყინე ამის მოსმენისას. ალბათ, ვიგრძენი რაღაც საფრთხე, მუქარა. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს კი მითხრა, რომ რამდენიმე დღეში უნდოდა ჩემთან ერთად დასალევად წასვლა, რომ დამლაპარაკებოდა. ძალიან მძიმე იყო მისი აურა.

თავი ავარიდე და არასოდეს არაფერი მომხდარა. შემდეგ მწერდა სოციალურ ქსელში მესიჯებს. შუაღამე იყო და ვცდილობდი, როგორც შემეძლო, მაქსიმალურად ამერიდებინა თავი. მაშინ 20 წლის გავხდი და მახსოვს ხუმრობა ჩემთან დაკავშირებით, რომ მე ზედმეტად “დიდი” ვიყავი მისთვის. არ მჯერა მისი უდანაშაულობის. რატომ უნდა დაიტანჯონ უდანაშაულო ადამიანები, ჩვენ ხომ ბავშვებზე ვსაუბრობთ?”- ამბობს ახალგაზრდა მოცეკვავე.

onalem

ტესტ