fbpx
საზოგადოება

ხვალ, 31 დეკემბერს, ათენში ტრანსპორტის მუშაობის განრიგი განსხვავებული იქნება!

ხვალ, ახალი 2019 წლის დადგომამდე ერთი დღით ადრე, ათენში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსხვავებული განრიგით იმუშავებს. ავტობუსი, ტროლეიბუსი, მეტრო და ა.შ. იმოძრავებს გაცილებით იშვიათად.

კერძოდ, ავტობუსები და ტროლეიბუსები მუშაობას 23:00 საათზე შეწყვეტენ, თუმცა, ბოლო რეისების შესრულება მოსალოდნელია 21:00 საათიდან 22:00 საათის ინტერვალში.

ელექტრო მატარებელი (ტრენო) – 31 დეკემბერს იმუშავებს 22:00 საათამდე, იმოძრავებს ყოველ 5 წუთში ერთხელ, ხოლო 25 და 26 დეკემბერს ყოველ 12, 5 წუთში ერთხელ.

მეტრო – 31 დეკემბერს იმუშავებს 23:00 საათამდე, იმოძრავებს ყოველ 5-10 წუთში ერთხელ.

ტრამვაი – 31 დეკემბერს ასევე იმუშავებს 23:00 საათამდე, იმოძრავებს ყოველ 20-25 წუთში ერთხელ.

 

onalem

ტესტ