fbpx
საბერძნეთი

“წავიდა მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდა აცრა. მისი საქციელი ეგოისტური და მიუღებელია” – არის სერვეტალი კრიტიკის ქარცეცხლში

არის სერვეტალის გადაწყვეტილებამ, რომ საბერძნეთის მთავრობის მიერ მიღებული ახალი ზომების გამო, სპექტაკლი მიეტოვებინა, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მან თეატრი იმიტომ დატოვა, რომ როგორც განაცხადა, არ სურს მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის ითამაშოს სცენაზე.

მისმა კოლეგამ, ვლადიმიროს კირიაკიდიმ, სერვეტალის ნაბიჯს მიუღებელი და აბსოლუტურად არაპროფესიონალური უწოდა.

“მიმაჩნია, რომ მისი წასვლა ძალიან არაპროფესიონალური გადაწყვეტილება იყო. ეს მიუღებელია. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან საშიშ დროში და ფინანსურად რთულ პერიოდში. არ შეიძლება წამოხვიდე და რამდენიმე ადამიანი სამუშაოს გარეშე დატოვო. არსებობს რეჟისორიც, გუნდი, რომელიც თანხას გიხდის, მათ შემოსავლის გარეშე ტოვებ და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ არ გინდა აიცრა?!

სიმართლე გითხრათ, მე მესამე დოზას ველოდები. მეოთხე გამოვა?! მეოთხეს გავიკეთებ!

როდესაც გუნდს ხელმძღვანელობ, ნამდვილი ხელმძღვანელი უნდა იყო და არ მიიღო ეგოისტური გადაწყვეტილებები, მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. არავის აქვს უფლება დაკეტოს თეატრი, რაც უნდა იყოს მიზეზი, მითუმეტეს იმის გამო, რომ ან აცრა არ გსურს ან გინდა, რომ იქ აუცრელებიც შემოდიოდნენ,” ამბობს მსახიობი.

 

onalem

ტესტ