fbpx
საბერძნეთი

თესალონიკში საშობაოდ მაგიდების 100% დაჯავშნილია – არცერთი თავისუფალი ადგილი 24 დეკემბრის ღამეს

როგორც ბერძნული მედია იუწყება, თესალონიკში შობის ღამეს რესტორნებში “ნემსსაც ვერ ჩააგდებთ”, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგიდების 100% დაჯავშნილია და მოსახლეობა ამ დღესასწაულთან ცოცხალი მუსიკის ფონზე შეხვედრას ამჯობინებს.

როგორც აღნიშნული დაწესებულებების ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, წელს მოთხოვნა იმაზე მეტია, ვიდრე მოელოდნენ და ადამიანებს, რომლებსაც სურთ ჯავშანი გააკეთონ, მაგრამ ეს ჯერ არ მოუსწრიათ, ძალიან უნდა იჩქარონ, რადგან ადგილები უკვე თითქმის აღარ დარჩა. ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე რესტორანს აქვს მცირე რაოდენობის ადგილები.

“მოთხოვნა ძალიან დიდია, ხოლო რაც შეეხება ახალ წელს, უკვე წინასწარ ვიღებთ ჯავშნებს. იმ რესტორნებში, სადაც ცოცხალი მუსიკა აქვთ, მაგიდების 100% შევსებულია, ამიტომ ახალი ჯავშნების გაკეთება შეუძლებელია.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენთან ზარები ჯერ კიდევ 1 დეკემბრიდან დაიწყო, რათა თადარიგი დაეკავებინათ. აქედან გამომდინარე, მეპატრონეებმა იზრუნეს, რომ შეექმნათ სპეციალური მენიუ დღესასწაულებისთვის, რათა ყველა გემოვნების კლიენტი კმაყოფილი დარჩეს,” აცხადებს პრეზიდენტი.

onalem

ტესტ