fbpx
საზოგადოება

სინდაღმაზე 15 მეტრიანი ნაძვის ხე დადგეს

კარპენისიდან ათენში ნახვის ხე ჩამოიტანეს, რომლის სიმაღლეც 15 მეტრია. უზარმაზარი საშობაო ხე სინდაღმას დაამშვენებს და ცოტათი მაინც აამაღლებს მოსახლეობის ნაწილის განწყობას, რომელიც ჯერ კიდევ გადაადგილდება.

წლევანდელი სადღესასწაულო პერიოდი განსაკუთრებით მელანქოლიურია და მისი გატარება ვიწრო წრეში მოგვიწევს, პანდემიიდან გამომდინარე. თუმცა, ათენი, ისევე როგორც ევროპის სხვა ქალაქები, საშობაოდ განათდა.

ირკვევა, რომ სინდაღმაზე ნაძვის ხის მორთვას რამდენიმე დღე დასჭირდება და კვირის ბოლოსთვის მიიღებს საბოლოო სახეს.

onalem

ტესტ