fbpx
საბერძნეთი

სიმსივნე დაამარცხა, წონაში დაიკლო და ათენი მიატოვა – სხვანაირი თოდორის დრაკაკი “გაუჩინარების” შემდეგ

თოდორის დრაკაკი ყველასთვის კარგად ცნობილი ჟურნალისტია, რომელსაც წლების მანძილზე ტელეკომპანია STAR-ზე ახალი ამბები მიჰყავდა. დრაკაკიმ 21 წლიანი კარიერის შემდეგ მიატოვა როგორც ტელევიზია, ასევე ათენი და მუდმივად კუნძულ ტინოსზე ცხოვრობს, სადაც მისი ყოველღიურობა სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც დედაქალაქში იყო მიჩვეული. ჟურნალისტმა წარმოუდგენელი ძალისხმევა ჩადო მძიმე დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად და საბოლოოდ, სიმსივნე დაამარცხა.

“აქ შემიძლია, რომ დავმშვიდდე, აქ მყავს ნამდვილი მეგობრები, რომელთაც ვუყვარვარ და მიყვარს. ჩემს მეუღლესაც გაცილებით მეტი დრო უნდა დავუთმო. ჯერ კიდევ 2006 წელს მქონდა პრობლემა ჯანმრთელობაზე, მაგრამ ოჯახს არაფერი ვუთხარი, არ მინდოდა, ენერვიულათ. თუმცა, შემდეგ ტკვივილები დამეწყო და ჩემს მეუღლესთან ერთად წავედი საავადმყოფოში, ყველა საჭირო ანალიზი გავიკეთე და ექიმმა პირდაპირ მითხრა, რომ ეს სიმსივნე იყო, თანაც ავთვისებიანი და საჭირო იყო ჰოსპიტალიზაცია. მე ვუპასუხე, რომ დავფიქრდებოდი, მან კი მკაცრი ტონით მითხრა: “ვერ გამიგეთ ბატონი დრაკაკი, სიმსივნე გაქვთ, თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დაუყოვნებლივ უნდა დაწვეთ საავადმყოფოში.”

რამდენიმე ხანში დავიწყე მკურნალობა, რომ მეტასტაზები არ გამრავლებულიყო და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად წავიდა. ეს ჩემი ექიმის, პლატონა გეხაგიას დამსახურებაც იყო. ამ თავგადასავლის შემდეგ, რომლის გამოცდასაც ნამდვილად არავის ვუსურვებ, მივხვდი, რომ ცხოვრებაში არაფერია მუდმივი და რომ უნდა გვიხაროდეს და ვაფასებდეთ ყოველ წამს, ყოველ დღეს, რადგან არასოდეს იცი, რა გელოდება ხვალ,” ამბობს დრაკაკი ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი სულ ცოტა ხნის წინ ბაბუაც გახდა.

onalem

ტესტ