fbpx
საქართველოს საელჩოს სიახლეები საბერძნეთში

საქართველოს ელჩის, დავით დონდუას შეხვედრა მესინიაში, არხეა ოლიმპიას მერთან, გეორგიოს გეორგოპულოსთან

2021 წლის 1 ოქტომბერს ელჩი დავით დონდუა შეხვდა მესინიას რეგიონის, ქალაქ არხეა ოლიმპიას მერს, გეორგიოს გეორგოპულოს და ვიცე მერს, ხარალამბოს სპილიპუროს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საელჩოს უფროსი მრჩეველი დეა მუმლაძე, ათენის ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ავთანდილ მიქაბერიძე, ელინისტი და მთარგმნელი თათია მთვარელიძე.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უძველესი ბერძნული ისტორიული და სპორტული კულტურის მქონე ქალაქის პოტენციალის უკეთ გაცნობა და მესინას რეგიონის საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება.
მერი გეორგოპულო კარგად იყო გათვითცნობიერებული საქართველოსა და საბერძნეთის, როგორც წარსულ, ისე თანამედროვე თანამშრომლობაზე.

მხარეებმა აქცენტები გააკეთეს რეგიონის ისტორიული წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოსთან ტურისტული კავშირების გაღრმავების აუცილებლობაზე. განიხილეს ამ მიმართულებაში კულტურული და საგანმანათლებლო სეგმენტის ჩართვის შესაძლებლობა. მათ შორის, სტუდენტებისა და პედაგოგების გაცნობით ვიზიტები და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა.

ქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც მსოფლიოში აღიარებული რეჟისორების სამშობლოზე და დაინტერესდა ამ მიმართულებით არსებული კავშირების გაფართოებით.

ელჩმა და ქალაქის მერმა ისაუბრეს რეგიონში ზეთისხილის მეურნეობის მნიშვნელობაზე და სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსთან კავშირების გაღრმავებაზე. მერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო აქტიურად მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა სახის გამოფენებსა და ფესტივალებში, რომლებიც მის ქალაქსა და რეგიონში ხშირად იმართება. მათ ასევე განიხილეს აგრეთვე, არხეა ოლიმპიასა და საქართველოს რომელიმე ქალაქის დაძმობილების პერსპექტივა.

onalem

ტესტ