fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: როგორ მუშაობენ სუპერმარკეტები დღეს და ხვალ?! უსაფრთხოების რა ზომები უნდა დავიცვათ?!

საბერძნეთში სუპერმარკეტები და მაღაზიები სადღესასწაულო გრაფიკით მუშაობენ ხვალინდელი დღის ჩათვლით.

დღეს, 30 დეკემბერს, მაღაზიები ღიაა 10:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო სუპერმარკეტები 08:00 საათიდან 21:00 საათამდე.

რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, 31 დეკემბერს, მაღაზიები იმუშავებენ 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო ზოგი სუპერმარკეტი 20:00 საათზე, ზოგი კი 21:00 საათზე დაიკეტება.

20:00 საათამდე იმუშავებს სუპერმარკეტი AB ΒΑΣΙΛΟΠΟΥΛΟΣ.

21:00 საათამდე იმუშავებენ Σκλαβενίτης, My Market, Lidl, Market In, Μασούτης და Κρητικός.

ცხადია, 1 და 2 იანვარს დაკეტილი იქნება თითოეული მაღაზია და სუპერმარკეტი.

როგორც უკვე ცნობილია, ახალი ზომების მიხედვით, სავალდებულოა ან ორმაგი ან KN95-ის ტიპის პირბადის ტარება.

რაც შეეხება კომერციულ მაღაზიებს, ცხადია, აქაც სავალდებულოა პირბადის ტარება (თუმცა არა ორმაგის) და ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

onalem

ტესტ