fbpx
საზოგადოება

ბერძნებმა მონაცემებში საცხოვრებელი ადგილი შეცვალეს, რომ სააღდგომოდ სოფლებში წავიდნენ

წარმოუდგენელი შემთხვევების შესახებ სტრატოს მავროიდაკოსი იუწყება. როგორც აღმოჩნდა, ბერძნები საკუთარ ბუღალტრებს უკავშირდებიან და მათი საშუალებით აკეთებენ, ან თავად შედიან Taxisnet-ში და ცვლიან ოფიციალური საცხოვრებელი ადგილის მისამართს იმ მიზნით, რომ სააღდგომოდ სოფლებში წავიდნენ.

ვინაიდან გადაადგილება ნებადართულია იმ შემთხვევაშიც, თუკი მიდიხართ იმ სახლში, სადაც ოფიციალურად ხართ ჩაწერილი, ბერძნებმა ახლა ამ ხერხს მიმართეს. მონაცემებში შეცვალეს საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ჩაწერეს, რომ სოფელში ცხოვრობენ. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ აღდგომა იქ ტრადიციულად აღნიშნონ.

“ასეთები ცოტანი არიან, მაგრამ აკეთებენ… საბერძნეთის პოლიცია ქალაქის გასასვლელებში იქნება და თქვენ ვერსად წახვალთ!

ამასთანავე, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა იმ ბერძნებს, რომლებიც პოლიციას უსმენენ. ჩვენ გარეთ ვართ, თქვენ გამო. ჩვენ არ ვრჩებით სახლში, თქვენ გამო, ეცით ამას პატივი,” ამბობს მავროიდაკოსი.

onalem

ტესტ