fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: სკოლის ავტობუსის მძღოლმა 11 წლის შვილი აივანზე ჩაკეტა

საბერძნეთში, კერძოდ კოლოგრეზას ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ბინის მაცხოვრებლები იძულებული გახდნენ პოლიცია გამოეძახებინათ. იცნიდენტი გუშინ მოხდა. მამაკაცმა, რომელიც სკოლის ავტობუსის მძღოლია, საკუთარი 11 წლის ბიჭის დასჯა გადაწყვიტა და აივანზე ჩაკეტა.

შედეგად, ბავშვი საშინელ პანიკაში ჩავარდა და ყვირილი დაიწყო.

ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ ამ დროს სახლში ბავშვის დედაც იმყოფებოდა და მამაკაცს სთხოვდა ბავშვი გამოეშვა, თუმცა, ის ირწმუნებოდა, რომ ეს სამაგალითო დასჯის მეთოდი იყო. ბავშვი 45 წუთის მანძილზე სიცივეში იდგა, ყვიროდა და შველას ითხოვდა.

რამდენიმე წუთში მეზობლებმა ყვირილის ატანა ვეღარ შეძლეს და პოლიცია გამოიძახეს, ხოლო შემდეგ ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილსაც” შეატყობინეს.

მათი ჩვენებების მიხედვით, მშობლებს პოლიციასთან პრობლემები ბოლო დროს ხშირად ჰქონდათ.

ამასთანავე, მათ სახლს ფარდები არ აქვს, ამიტომ ოჯახური კონფლიქტების ხილვა ხშირად უწევდათ.

onalem

ტესტ