fbpx
პოზიტივი

“მე ჩემს პაციენტებს ვეუბნები, რომ აქედან გამარჯვებულები გავლენ” – ექიმი, რომელიც სოტირის ციოდრასმა სიტყვით გამოსვლისას ახსენა

ნაპოლეონ ცოგასი ერთ-ერთი ექიმია მათ შორის, რომლებიც სოტირის ციოდრასმა საკუთარი სიტყვით გამოსვლისას ახსენა და გაწეული ტიტანური შრომისთვის მადლობა გადაუხადა. Protothema.gr-თან პათოლოგმა თავად ისაუბრა და განმარტა, თუ როგორია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მოვლა, მათი ემოციური მდგომარეობა და როგორი მიდგომებია საჭირო.

“მე ძალიან მიჩუყებს გულს ყველა ის პაციენტი, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ამ მძიმე პერიოდში. პირადად ვაყენებ ჩემს თავს მათ ადგილას და ვეხმარები ისე, როგორც მე ვისურვებდი დამხმარებოდა ექიმი. ჩემი ხელთათმანიანი ხელით მათ ხელს ვკიდებ და ვეუბნები, რომ აქედან გამარჯვებულები გავლენ. ეს მოქმედება მათ თვალებს დიდი იმედებით ავსებს და აძლევს ძალას, რომ ებრძოლონ ვირუსს. 

ასევე ძალიან ამაღელვებელია, როდესაც ტელეფონზე თავიანთ ოჯახს ესაუბრებიან და მოუთმენლად ელიან, თუ როდის ნახავენ მათ კვლავ გარეთ. ყოველდღე ველაპარაკები და ვეუბნები, რომ ვირუსს დაამარცხებენ და აქედან ცოცხლები გავლენ. ვინაიდან იზოლირებულები არიან და ყველაფერს მოწყვეტილები, ეს მათთვის უდიდესი რამ არის.

არიან ახალგაზრდებიც, მოხუცებიც და თითოეულს სჭირდება საკუთარი პირადი საჭიროებების მიხედვით მოვლა,” ამბობს საავადმყოფო “აგია ვარვარას” ექიმი, ნაპოლეონ ცოგასი.

onalem

ტესტ