fbpx
საზოგადოება

“მე ისევ მეშინია, არსებობს გაურკვევლობა თანამზრახველთან დაკავშირებით” – იოანა პალიოსპირუ

იოანა პალიოსპირუმ მედიასთან პირველად ისაუბრა ვრცლად მას შემდეგ, რაც ეფი კაკარანძულას 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რა თქმა უნდა, მჟავით თავდასხმაში დამნაშავე ქალი ციხიდან გაცილებით ადრე, სავარაუდოდ, 5,5 წელში გამოვა.

იოანა ამბობს, რომ გარკვეულ შვებას გრძნობს, მაგრამ შიში სრულებით არ გამქრალა:

“შიში ჩაცხრა, მაგრამ არ გამქრალა. თანამზრახველთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს გადაუჭრელი საკითხები და ვფიქრობ, ჩატარდება დამატებითი გამოძიება. რა თქმა უნდა, ხვალინდელი დღის შიში ჯერ კიდევ არის ჩემს გონებაში, მაგრამ ამ ყველაფერს ჩემს ხალხთან ერთად ვუმკლავდები.

გადაწყვეტილი მაქვს, რომ ჩემს ცხოვრებას ვერ შევაჩერებ. ვიდრე გამოჯანმრთელების პროცესი არ დასრულდება, გავაგრძელებ ყოველდღიური რამეების კეთებას, უბრალოდ, ამისთვის ახალი საშუალებები უნდა ვიპოვო.”

იოანამ ისიც აღნიშნა, რომ კაკარანძულას შესაძლოა ჰყოლოდა ორი თანამზრახველი.

onalem

ტესტ