fbpx
კრიმინალი

გოგონა, რომელიც დედამ გაყინულ კაშხალში გადააგდო, დღეს 1 წლის გახდებოდა – 29 წლის ქალი ციხეში გადაიყვანეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 29 წლის ქალი, რომელსაც ბრალად საკუთარი ჩვილის მკვლელობა ედება, ციხეში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გამომძიებელი მას 3 საათისა და 7 წუთის მანძილზე კითხავდა და როგორც ამტკიცებს, შვილის მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია, უბრალოდ წყლისკენ გადაიწია და შემთხვევით ჩავარდა. ვინაიდან თავად ცურვა არ იცის, შეეშინდა წყალში ჩახტომის და ბავშვი დაიხრჩო. იმასაც განმარტავს, რომ დახმარება ითხოვა, მაგრამ არავის ესმოდა მისი.

“დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ჩემს შვილს დავეხმარებოდი. მე არ მომიკლავს, წყალში მე არ ჩამიგდია. წყლისკენ მიიწია და გადავარდა, მე კი ვერ შევნიშნე,” ამბობს ის.

გამომძიებელმა მოითხოვა ყველა კამერის გადამოწმება, რომელიც მიმდებარე ტერიტორიებზე არსებობს, რათა დადგინდეს ზუსტი გარემოებები, თუ როგორ და რა დროს გადაადგილდებოდა ქალი, დანაშაულის ჩადენის დღეს.

როგორც ცნობილი გახდა, გოგონა რომ ცოცხალი ყოფილიყო, დღეს 1 წლის გახდებოდა.

onalem

ტესტ