fbpx
საბერძნეთი

“დენი 30.000 ცუდ გადამხდელს ჩაეჭრება” – ΔΕΗ-ს ახალი პრეზიდენტის განცხადება

საბერძნეთის ელექტრო ენერგიის მიმწოდებელი კომპანიის ახალი პრეზიდენტი, გიორგოს სტასისი განცხადებებს აკეთებს კომპანიაში არსებული მდგომარეობის და იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ე.წ. ცუდი გადამხდელები ქმნიან. ΔΕΗ უმძიმეს პირობებშია, რადგან გადასახადის გადახდას თავს ათასობით პირი არიდებს და თანხა ნელ-ნელა მაღლა იწევს.

მისი თქმით, ამჟამინდელი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 582,000 გადაუხდელობის შემთხვევის გამო, კომპანიამ საერთო ჯამში 545 მილიონი ევროთი იზარალა. ხოლო 895,000 “ცუდი გადამხდელის” გამო ΔΕΗ-ს 1 მილიარდი ევროს ზარალი აქვს.

ზემოაღნიშნული პრობლემების გამო მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც 30.000 მოსახლისთვის დენის ჩაჭრას გულისხმობს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

 

onalem

ტესტ