fbpx
საზოგადოება

კრეტა: უცხოელი მამაკაცი სასტუმროში იარაღით შევარდა და თანამშრომლებს ემუქრებოდა

კრეტაზე, ხერსონისოსის ერთ-ერთ მდიდრულ სასტუმროში უცხო ქვეყნის 36 წლის მოქალაქე იარაღით შევარდა და გაურკვეველი მიზეზების გამო თანამშრომლებს ემუქრებოდა.

ჯერჯერობით უცნობია ინციდენტის ზუსტი გარემოებები და ის, თუ როგორ შეძლო მან არაადეკვატურ მდგომარეობაში შიგნით შეღწევა და 35 წლის თანამშრომლისთვის თავზე იარაღის მიბჯენა.

მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია პატრულირებდა და ისინი ადგილზე სწრაფად გაჩნდნენ, რის შედეგადაც 36 წლის უცხოელის დაკავება და მისთვის იარაღის ჩამორთმევა მარტივად შეძლეს.

მიმდინარეობს გამოძიება, მისი მოტივის დასადგენად.

onalem

ტესტ