fbpx
პოლიტიკა

“ჩვენი ურთიერთობა მშვიდობიანია, მაგრამ დაძაბულობა შეიძლება ნებისმიერ წუთს გააქტიურდეს” – მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ Heber Turk-თან ისაუბრა და შეეხო თურქულ-ბერძნულ ურთიერთობებსაც, რომლებიც საგრძნობლად “შერბილდა” მას შემდეგ, რაც თურქეთს დამანგრეველი მიწისძვრა დაატყდა თავს.

“ამჟამად საბერძნეთთან ჩვენი ურთიერთობა მშვიდობიანია, გამომდინარე იქიდან, რომ მიწისძვრის შემდეგ მეზობელმა ქვეყანამ დიდი დახმარება გაგვიწია. მიუხედავად ამისა, არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები, რადგან საქმე გვაქვს პრობლემებთან, რომლებიც მრავალი წელია არსებობს. დაძაბულობა შეიძლება ნებისმიერ წუთს გააქტიურდეს და კიდევ და კიდევ უფრო გაიზარდოს, თუკი ამ პრობლემებს არ მოვაგვარებთ.

აუცილებელია, რომ არსებული ატმოსფეროთი ვისარგებლოთ, ვინაიდან ახლა არჩევნებიც აქვთ. ძირითადად უნდა ავაღორძინოთ საკონსულტაციო მექანიზმი და ვისაუბროთ, როგორ მოვაგვაროთ არსებული პრობლემები. მხოლოდ ამის შემდეგ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. როგორც კვიპროსში, ასევე მთელ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.”

მინისტრმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ორივე ქვეყანა წინასაარჩევნო პერიოდშია და ამით აუცილებლად უნდა ისარგებლოს ორივე მხარემ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩავუშოღლუს ტონი აღარ იყო მუქარის შემცველი, არამედ უფრო მეტად მოლაპარაკებების წარმოების სურვილს გამოხატავდა.

onalem

ტესტ