fbpx
პოლიტიკა

ჩავუშოღლუ: შესაძლოა თურქეთმა ევროკავშირთან შეთანხმება შეაჩეროს, თუ ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას არ მიიღებს

თურქეთმა შესაძლოა ხელახლა შეაფასოს ან შეაჩეროს ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება, მიგრანტებთან დაკავშირებით, თუ ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლის უფლება არ მიეცემათ.

ერთ-ერთ ინტერვიუში ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მიგრანტებთან დაკავშირებული შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია ერთი პაკეტი იყო და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთს აქვს უფლება, შეაჩეროს ან ხელახლა განიხილოს მიგრანტების საქმე, თუ აღნიშნული პაკეტის მეორე პუნქტი არ შესრულდება.

ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ თურქეთს რუსეთთან პრობლემები არ ჰქონია და ის გააძლიერებს თანამშრომლობას, ცეცხლის შეწყვეტისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის სირიაში.

onalem

ტესტ