fbpx
საბერძნეთი

ათენის საერთაშორისო აეროპორტი ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა თავის კატეგორიაში

ევროპის 2019 წლის დაჯილდოვების ცერემონიალზე, რომელიც დღეს ქალაქ ჰანოვერში გაიმართა, ათენის საერთაშორისო აეროპორტმა “ელეფთერიოს ვენიზელოს” პირველი ადგილი დაიკავა და მოიპოვა საუკეთესო აეროპორტის წოდება თავის კატეგორიაში, რომელიც გულისხმობს 20 მილიონამდე მგზავრის მომსახურებას.

ათენის აეროპორტს კონკურენციას უწევდნენ ისეთი განვითარებული ქვეყნებს აეროპორტები, როგორებიცაა: ბელგია, დანია, გერმანია, ნორვეგია, რუსეთი.

ამავე კატეგორიაში ბრიუსელის აეროპორტმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ჟიურიმ აღნიშნა, რომ 2018 წელს ათენის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 11%-ით გაიზარდა, რაც 24 მილიონ მგზავრს ნიშნავს.

გასულ წელს აეროპორტმა 62 ახალი რეისი დანიშნა და უმასპინძლა 4 ახალ ავია კომპანიას.

onalem

ტესტ