fbpx
საზოგადოება

ათენი: მამაკაცმა ზოგრაფუდან 15 წლის გოგონა გაიტაცა

ორგანიზაციაში, “ბავშვის ღიმილი”, განგაში გამოცხადდა 15 წლის ელვირას გაუჩინარების გამო – მისი კვალი 18 ნოემბრის შემდეგ არ ჩანს.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა არც თავისით წასულა სახლიდან და არც უმიზეზოდ გაუჩინარებულა. არსებობს დადასტურებული ცნობები, რომ ის გატაცების მსხვერპლი გახდა, ზრდასრული მამაკაცისგან, რომელმაც ზოგრაფუდან გაიტაცა.

ორგანიზაციაში მისი გატაცების შესახებ ინფორმაცია სწორედ დღეს შევიდა და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ თუკი ვინმემ რაიმე იცის ფოტოზე გამოსახული მოზარდი გოგონას შესახებ, დაუკავშირდეს პოლიციას ან ცხელ ხაზს 116000.

15 წლის ელვირას ოჯახი რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

 

onalem

ტესტ