fbpx

ანუკი ფანჯიკიძე: დაბალბიუჯეტიანი ავიაბილეთები ემიგრანტებისთვის

ანუკი ფანჯიკიძე საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის კარგად ცნობილი ადამიანია, რომელმაც ტურისტული ოფისი, Need Travel, დააფუძნა საქართველოში და დღეს შესაძლებლობას გაძლევთ, შეიძინოთ ავიაბილეთები დისტანციურად.

მნიშვნელობა არ აქვს სად იმყოფებით, შეიძლება ეს იყოს საბერძნეთი, იტალია ან სხვა ქვეყანა. ავიაბილეთის შეძენა მარტივია და ამისთვის არც ბანკის ანგარიშია საჭირო.

ანუკი: “ვიცით, რომ ზაფხულის სეზონისთვის ვიზეარმა, ისევე როგორც ეგეოსის ავიახაზებმა, ბილეთების ფასი გაზარდა. თუმცა, მე და ჩემი გუნდი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შემოგთავაზოთ ავიაბილეთები ისეთ ფასებში, რასაც სხვაგან ვერ შეხვდებით.

ოთხ წელზე მეტია, რაც საბერძნეთის ემიგრანტებთან მაქვს კომუნიკაცია და ისინი უბრალოდ კლიენტები არ არიან ჩემთვის. ჩვენი ნდობისა და თანამშრომლობის საფუძველზე, ბევრი მეგობარი შევიძინე და ისეთი წარმოდგენა მაქვს, რომ, თითქოს, საბერძნეთში ვცხოვრობ და ახლოდან ვიცნობ ამ ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ მანდ არასოდეს ვყოფილვარ.

ის, რაც ჩვენ სხვა ტურისტული ოფისებისგან განგვასხვავებს, არის, რომ 24 საათი ხაზზე ვართ, შაბათ-კვირის ჩათვლით. ეკონომიური ფასები გვაქვს ავიაბილეთებზე და უბრალოდ, ბილეთს არ ვყიდით, მაქსიმალურად ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს მომხმარებლებს, რომ პრობლემები არ შეექმნათ საზღვრებზე. 

Need Travel გთავაზობთ ავია ბილეთებს საქართველოდან ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით. ანუკისთან კომუნიკაცია მარტივია. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ვაიბერით, მესენჯერზე ან ვაცაფზე.

ოფისის კოორდინატებია:

ტურისტული ოფისის ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/needtravelgeorgia/
ანუკის პროფილი ფეისბუქზე: https://www.facebook.com/anuki.panjikidze.39
ტელ: +995 597 66 55 55 (ვაიბერი / ვაცაფი)
მისამართი: წერეთლის 116N დიდუბე პლაზა 3_სართული 343 ოფისი