fbpx
საზოგადოება

ალექსანდრუპოლში არალეგალი იმიგრანტებით სავსე ფურგონი ამობრუნდა – დაშავებულია 11 მათგანი

ალექსანდრუპოლიდან ვრცელდება კადრები, რომლებიც აგნადიას ტერიტორიაზე მომხდარ ავარიას აღბეჭდავს.

გავრცელებული ინფორმაციით, კერძო ფურგონი, რომელსაც 17 არალეგალი იმიგრანტი გადმოჰყავდა, გზიდან გადავარდა და ამობრუნდა. როგორც ცნობილია, მათგან 11 დაშავდა და დაუყოვნებლივ ალექსანდრუპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უცნობია, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ავარია, თუმცა, ექიმების ცნობით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მხოლოდ დროა საჭირო რეაბილიტაციისთვის.

უცნობია 17 იმიგრანტის ეროვნება, რომელიც საბერძნეთში არალეგალური გზით შემოღწევას ცდილობდა.

onalem

ტესტ