კიდევ ერთი ავიაკატასტროფა – დაღუპულია თვითმფრინავის 41 მგზავრი, მათგან 2 ბავშვია
მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში მომხდარ ავიაკატასტროფას 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აეროპორტში საგანგებო დაშვებისას „აეროფლოტის“ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მგზავრები ლაინერიდან გამოსვლას საავარიო გამოსასვლელით ცდილობდნენ.
ბორტზე 73 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. 33 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი გადარჩა. 5 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება.
როგორც „აეროფლოტის“ წარმომადგენელები აცხადებენ, პილოტი იძულებული გახდა ტექნიკური მიზეზების გამო საგანგებო დაშვება განეხორციელებინა, თუმცა, ზუსტი მიზეზი არ დაასახელეს.
მომხდარის გამო, „შერემეტიევოს“ აეროპორტიდან რეისების ნაწილი სხვა აეროპორტებში გადაამისართეს.
„აეროფლოტის“ ლაინერი „სუხოი სუპერჯეტ 100“ „შერემეტიევოს“ აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 18:02 წუთზე აფრინდა. იგი ქალაქ მურმანსკში მიფრინავდა.
დაღუპული მგზავრების ოჯახები მთავრობისგან 1 მილიონი რუბლის ოდენობის დახმარებას მიიღებენ, დაშავებულები 500 ათას რუბლს.
ტრაგედიის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა, პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა მომხდარის გამოსაძიებლად სახელმწიფო კომისიის ჩამოყალიბების განკარგულება გასცა. როსტრანსნადზორი, თავის მხრივ, შეამოწმებს კომპანია „აეროფლოტს“, შერემეტიევოს და „გოსკორპორაციას“ საჰაერო გადაადგილების სწორად ორგანიზებაზე.
Terrible video of the plane on fire at Sheremetyevo Airport. https://t.co/JcjBxqKDCi pic.twitter.com/Qut7yngICI
— Rob Lee (@RALee85) 5 May 2019
Горящий «Суперджет» несётся по полосе в аэропорту «Шереметьево». На борту десятки пассажиров. pic.twitter.com/0yVQ0jsZkn
— baza (@bazabazon) 5 May 2019