კორფუ: იახტაზე დამწვარი 8 წლის გოგონა ცნობილი ტელეწამყვანის შვილია
რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუნძულ კორფუზე აფეთქდა იახტა, რომელზეც ოჯახი იმყოფებოდა. შედეგად, სერიოზული დამწვრობები მიიღო 8 წლის გოგონამ, რომლის მდგომარეობაც დღემდე კრიტიკულია.
ბერძნული მედიის ცნობით, 8 წლის გოგონა ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანის, ნატაშა კაპლინსკის შვილი აღმოჩნდა.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ იახტა ოჯახმა კუნძულზე სამოგზაუროდ იყიდა.
ინციდენტისას 8 წლის გოგონას გვერდით მისი დედ-მამაც იმყოფებოდა, თუმცა, მისი დროულად გამოყვანა ვერ მოასწრეს. ბავშვს სახე და ხელები აქვს დამწვარი.
ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ბრიტანეთში და საავადმყოფოში მოათავსეს.
როგორც ცნობილია, იახტაზე ცეცხლი ტექნიკური პრობლემის გამო გაჩნდა.