fbpx
ჯანმრთელობა

90 დაინფიცირებული საბერძნეთში – სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც გუშინ ღამით 70 წლის მამაკაცს დიაგნოზი დაუსვეს. როგორც უკვე ცნობილია, ის ალექსანდრას საავადმყოფოში თავად მივიდა და ანალიზი მოგვიანებით გაუკეთდა.

ალექსანდრას საავადმყოფოს პერსონალი და ის პაციენტები, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ, 14 დღიან კარანტინს გაივლიან.

სახელმწიფომ უკვე მიიღო შესაბამისი ზომები, მთელ საბერძნეთში დაიკეტა სკოლები, უნივერსიტეტები, კერძო სასწავლებლები, მშობლებს კი მიეცათ 15 დღიანი შვებულების აღების უფლება.

როგორც ირკვევა, კორონავირუსით დაავადებული 90 პაციენტიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა, სტაბილური.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ჰიგიენის წესები და მიჰყვნენ პროფესიონალების მითითებებს.

onalem

ტესტ