fbpx
საბერძნეთი

18-დან 600 ევრომდე საბერძნეთის მთავრობისგან – როდის იწყება თანხის ჩარიცხვა?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობისგან მოსახლეობისთვის დენის კომპენსაციის ჩარიცხვა სულ მალე იწყება. როგორც ირკვევა, თანხები ანგარიშებზე 15 ივლისიდან გამოჩნდება, ორ ეტაპად.

არსებული ინფორმაციით, ზოგიერთი განაცხადი საჭიროებს დამატებით გადამოწმებას, შესაბამისად, გამოთვლების შედეგად განისაზღვრება თანხა, რომელიც ეკუთვნის ამა თუ იმ ბენეფიციარს.

შეტყობინებას, რომ განაცხადი დაგიკმაყოფილდათ და თანხა ჩაგერიცხებათ, SMS-ის ან ელექტრონული ფოსტის (e-mail) საშუალებით მიიღებთ.

როგორც უკვე ცნობილია, თანხას მიიღებენ ის ოჯახები, რომლებმაც 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით დენის გადასახადის გაზრდილი რაოდენობა მიიღეს, გაძვირების შედეგად. რაც შეეხება იმას, თუ რამდენი იქნება ჩარიცხული თანხა, გამოითვლება ინდივიდუალურად და რაოდენობა განისაზღვრება 18-დან 600 ევრომდე.

ამრიგად, პარასკევიდან ჩვენს ანგარიშებზე თანხებს უკვე უნდა ველოდოთ.

onalem

ტესტ