fbpx
საბერძნეთი

“1 წლით ბინადრობისა და მუშაობის ნებართვა ყველა უკრაინელ ლტოლვილს, რომელიც საბერძნეთში ჩამოვა” – ნოტის მიტარაკის

საბერძნეთის თავშესაფრისა და მიგრაციის მინისტრი, ნოტის მიტარაკი დღეს თესალონიკში, თავშესაფრის სამსახურის ოფისში იმყოფებოდა. შეხვედრის შემდეგ გაკეთდა ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც უკრაინელთა აღრიცხვა, ბინადრობის ნებართვების მისაღებად დღეიდან იწყება.

როგორც მინისტრი აცხადებს, მათი მონაცემების რეგისტრაცია მოხდება როგორც თესალონიკის, ასევე პატრას, ირაკლიოს და ათენის თავშესაფრის ოფისებში.

“როგორც უკვე ხაზგასმით გვაქვს ნათქვამი, თითოეულ უკრაინელს, რომელმაც საკუთარი სახლი იძულებით დატოვა, რუსეთის შეჭრის გამო, ჩვენი ქვეყანა 12 თვიანი ბინადრობისა და მუშაობის უფლებით უზრუნველყოფს.

მათი რეგისტრაცია ელექტრონული სისტემით მოხდება და მოვლენ, რომ აიღონ საბუთები, რომელთაც ვადა 1 წელი ექნება. ცხადია, აიღებენ ΑΜΚΑ-სა და ΑΦΜ-ს (სოციალური დაზღვევისა და საგადასახადო რეგისტრაციის ნომრები), რათა მარტივად მოხდეს მათი ინტეგრაცია, ვიდრე ისინი საბერძნეთს ეყოლება შეფარებული,” აცხადებს მიტარაკი.

ირკვევა, რომ მინისტრმა შემდეგ სერესში გადაინაცვლა, სადაც პრომახონას პასპორტთა კონტროლის ცენტრს ეწვია.

onalem

ტესტ