fbpx
საზოგადოება

1 მილიონი ევრო – 8 წლის ბერძენი გოგონას მშობლები კომპენსაციას ითხოვენ

1 მილიონი ევრო – ეს ის თანხაა, რომელსაც 8 წლის ალექსიას მშობლები, კომპენსაციის სახით ითხოვენ, რადგან მათ შვილს აღდგომის დღესასწაულზე, საკუთარი სახლის ეზოში, მეზობლის მიერ გასროლილი ბრმა ტყვია თავში მოხვდა და გოგონა დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა სიკვდილს. საბოლოოდ კი, მისმა ორგანიზმმა გაუძლო და გონზე მოვიდა.

ეს თანხა საჭიროა იმ ხარჯებისთვის, რომელიც ალექსიას ამ დრომდე რეაბილიტაციას და შემდგომში სრულ გამოჯანმრთელებას დასჭირდება. თუმცა, იქამდე ნამდვილად დიდი დროა.

ალექსიას მშობლები ფერმერები არიან და კიდევ ორი შვილი ჰყავთ. მათ გასწიეს ყველანაირი ხარჯი და მოსინჯეს ყველანაირი საშუალება, რომ გაეკეთებინათ მაქსიმუმ თავიანთი გოგონასთვის.

სასამართლო განხილვა 5 სექტემბრისთვის არის ჩანიშნული, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ მამაკაცის ქონების ღირებულება, რომლის ხელიდანაც ალექსია დაიჭრა, ამ თანხას შეესაბამება, თუმცა, ექიმების და ადვოკატების განცხადებითაც კი, 1 მილიონი ევრო არ არის საკმარისი მისი მკურნალობის ბოლომდე მისაყვანად, რადგან საჭიროა გოგონას ამერიკაში გამგზავრება და სპეციალური კურსის ჩატარება, რომელიც ძალიან ძვირია.

მიუხედავად ამისა, ყველა ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან, გოგონა, რომელიც თავში დაიჭრა, კომიდან დიდი ხანია გამოვიდა და ხალხთან კონტაქტშიც შედის.

 

 

onalem

ტესტ