fbpx
საბერძნეთი

ვინ არის ქალი, რომელმაც ვიქტორიასთან ახლოს პარკში ხანძარი გააჩინა?!

როგორც უკვე ცნობილია, ვიქტორიასთან ძალიან ახლოს მდებარე პედიონ ტუ არეოს პარკში ახალგაზრდა ქალმა ცეცხლი გააჩინა და სავარაუდოდ, მისი მიზანი მასშტაბური ხანძრის გამოწვევა იყო. სხვანაირად ვერ იხსნება ფაქტი, რომ მის მფლობელობაში აღმოაჩინეს სანთებელების დიდი რაოდენობა და აალებადი ნივთიერებები, მათ შორის ბენზინი.

ირკვევა, რომ ის არის 1997 წელს დაბადებული ქალი, ავღანეთის მოქალაქე, რომელიც როგორც პოლიცია იუწყება, საბერძნეთში თურქეთიდან შემოვიდა.

არსებული ცნობებით, მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და არ დასტურდება მისი კავშირი რომელიმე ორგანიზაციასთან.

24 წლის ქალის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

onalem

ტესტ