fbpx
საზოგადოება

თესალონიკში ქართველმა მამაკაცმა ბინა გადაწვა, რადგან ცოლმა განქორწინება სთხოვა

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი განქორწინების მოთხოვნა გახდა, რომელიც მეუღლემ ქართველ მამაკაცს წაუყენა.

ინციდენტი გასული წლის აპრილში, თესალონიკში მოხდა. ქსიროკრინის ტერიტორიაზე 52 წლის მამაკაცი ცოლის სახლში მივიდა და ბავშვის ნახვა ითხოვა. მათი საერთო ვაჟი მაშინ 20 თვის იყო.

შელაპარაკების ნიადაგზე ნასვამმა ქართველმა სახლს ცეცხლი წაუკიდა, რათა ბავშვის და ცოლის სიცოცხლისთვის საფრთხე შეექმნა.

საბედნიეროდ, მეხანძრეებმა ადგილზე დროულად მისვლა და ბავშვის ალმოდებული ბინიდან გამოყვანა მოახერხეს, ვიდრე კვამლით გაიგუდებოდა. ცეცხლი არ გავრცელებულა არც სხვა სართულებზე.

საქართველოს 52 წლის მოქალაქემ აღიარა, რომ მისაღები ოთახის ავეჯს ალკოჰოლი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ამ დროს ის ციხიდან რამდენიმე დღის გამოსული იყო, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით უკან დააბრუნეს.

წყარო: https://www.enimerotiko.gr/ellada/thessaloniki-toy-zitise-diazygio-ekeinos-methyse-kai-evale-fotia-sto-spiti-eno-itan-mesa-o-20-minon-gios-toys/

onalem

ტესტ