fbpx
საბერძნეთი

თაღლითობა საბერძნეთში დენის კომპენსაციასთან დაკავშირებით – რას უნდა ვუფრთხილდეთ?!

როგორც მედია იუწყება, მას შემდეგ, რაც საბერძნეთში დენის კომპენსაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა, თაღლითურმა დაჯგუფებებმა ამით ისარგებლეს და როგორც ჩანს, დანაშაულებრივი სქემა შექმნეს.

არსებული ცნობებით, მოსახლეობას ეგზავნება შეტყობინება ტელეფონზე ან ელექტრონულ ფოსტაზე, ან ხორციელდება ზარი, რომელიც ატყობინებთ, რომ თანხა უნდა დაერიცხოთ. გამომდინარე აქედან, საჭიროა, რომ გასცენ ანგარიშის ნომერი და ონლაინ-ბანკინგის მონაცემები.

ΔΕΗ ხაზგასმით აცხადებს, რომ არცერთი ადამიანისგან არასოდეს არ მოითხოვს პირად მონაცემებს, განსაკუთრებით ონლაინ-ბანკინგის პირად კოდებს.

რაც შეეხება განაცხადის შედეგებს და თანხის რაოდენობას, რომელსაც სახელმწიფოსგან მიიღებთ, მოწმდება შემდეგ ვებ-გვერდზე: https://vouchers.gov.gr/powerpass 

აქედან გამომდინარე, მოსახლეობამ ყურადღება არ უნდა მიაქციოს მსგავსი ტიპის შეტყობინებებსა და ზარებს, ვინაიდან ბენეფიციარებთან დაკავშირება არ ხდება ამ გზებით.

onalem

ტესტ