fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში სატელეფონო ტარიფები სამჯერ მაღალია, ვიდრე მთელ ევროკავშირში

საბერძნეთში სატელეფონო მომსახურების ტარიფები სამჯერ მაღალია, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. Empirica-ს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საბერძნეთი მესამე ადგილზე იკავებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, სატელეფონო საუბრისა და ინტერნეტის სიძვირის მიხედვით.

როგორც მონაცემები ცხადყოფს, მაგალითად, 2018 წელს “ვოდაფონის” პაკეტი “VF προς όλους 700”, რომელშიც შედიოდა სასაუბრო დრო, 700 წუთი, 150 SMS და 700 MB ინტერნეტი, თვეში 62 ევრო ღირდა, ხოლო იგივე პაკეტი “Vodafone”-ს იტალიაში მხოლოდ 22 ევროდ აქვს თვის მანძილზე. უფრო მეტიც, Wind 3-ს იტალიაში ბევრად მიმზიდველი პაკეტი აქვს – 26 ევროდ თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ულიმიტო სასაუბრო დრო და 10 GB ინტერნეტი.

შეგახსენებთ, რომ კირიაკოს მიცოტაკის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში სატელეფონო ოპერატორები ფასებს მნიშვნელოვნად შეამცირებენ.

 

 

onalem

ტესტ