fbpx
პოზიტივისაზოგადოება

საბერძნეთი: ექთანმა მშობიარობის შემდეგ დედისგან მიტოვებული ბავშვი იშვილა

ბერძნული მედია გულისამაჩუყებელი ამბის შესახებ იუწყება, რომელიც პირგოს საავადმყოფოში მოხდა. დედამ ბავშვი დაბადებიდან სულ მოკლე ხანში მიატოვა და მის წასაყვანად სამშობიაროში აღარ დაბრუნებულა.

ირკვევა, რომ მიტოვებულ პატარას შვილად ექთანი აიყვანს და მან ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო, დარჩენილია მხოლოდ ფორმალური პროცედურები, რომ ახალშობილმა ახალი, თბილი ოჯახი შეიძინოს.

არსებული ცნობებით, ბავშვი სრულიად ჯანმრთელია და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რაიმე პრობლემის გამო, თუმცა, კლინიკის პერსონალის ყველა წევრი მას დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით ეპყრობა.

ექთანი ამბობს, რომ პროცესს კანონის სრული დაცვით წარმართავს და მოუთმენლად ელის, რომ მას საკუთარ სახლში უმასპინძლოს.

 

onalem

ტესტ