fbpx
საზოგადოება

რა ღირს ათენის საუკეთესო პლაჟებზე შესვლა?!

ათენი ეს მხოლოდ აკროპოლი და მუზეუმები არ არის. ქალაქს აქვს ულამაზესი სანაპირო ზოლი, რომელიც ევროპის დედაქალაქებს შორის ერთ-ერთი უგრძელესია.

ქვემოთ მოცემული სანაპიროები ადვილად მისადგომია როგორც მანქანით, ასევე საჯარო ტრანსპორტით:

Akti ვულიაღმენის სანაპირო – შესვლის ღირებულება 1 ადამიანზე 5 ევრო.

სანაპირო Asteras – შესვლის ღირებულება 8 ევრო.

ვულიაღმენის ტბა – შესვლის ღირებულება 15 ევრომდე.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ იპოვით თავისუფალ ქოლგასა და შეზლონგს, თანხის გადახდა შესასვლელად მაინც მოგიწევთ, ამიტომ ტბაზე მისვლა დილის საათებში სჯობს.

Astir-ის სანაპიროს კლუბი

აღნიშნული სანაპირო ყველა დანარჩენთან შედარებით ბევრად ძვირია. მაშინ, როცა სხვაგან ქოლგები დაკავებულია, აქ მათ იოლად იპოვით. ასევე შეგიძლიათ ისიამოვნოთ ბუნგალოებითა და მდიდრული სანაპირო ბარით.

შესვლის ღირებულება კვირის დღეებში 20 ევრო, ბავშვებისთვის 4-დან 12 წლამდე, 10 ევრო.

შაბათ-კვირას შესვლის ღირებულება 30 ევრო, ბავშვებისთვის 15 ევრო.

სანაპირო ვარკიზაში -Varkiza Resort

შესვლის ღირებულება კვირის დღეებში 5 ევრო, რაშიც შედის შეზლონგიც. ხოლო შაბათ-კვირას 6 ევრო, თუმცა, შეზლონგს ცალკე გადასახადი აქვს.

Ακτή του ήλιου – კალამაკზე

შესვლის ღირებულება კვირის დღეებში 6 ევრო, ხოლო შეზლონგი 1 ევრო.

შაბათ-კვირას შესვლა 7 ევრო, ხოლო შეზლონგი 2 ევრო.

შეგახსენებთ, რომ ყოველ წელს აღნიშნული ფასები იმატებს.

 

 

onalem

ტესტ