fbpx
საზოგადოება

ომონიის ქუჩებიდან უნივერსიტეტის პროფესორობამდე – ქალის ისტორია, რომელმაც თავისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა

პირველად არ არის, რომ ქალბატონმა ფოტინიმ მედიის ყურადღება მიიქცია. ის არის ქალი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და ომონიის ქუჩებიდან, სადაც ეძინა ხოლმე, უნივერსიტეტის პროფესორობამდე მიაღწია. ამჯერად მან ტატიანა სტეფანიდუს გადაცემაში ისაუბრა თავის ისტორიაზე.

როგორც ირკვევა, ქალი 18 წლის მანძილზე ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის ციხეშიც კი იჯდა, 11 თვის მანძილზე. მას არ ჰქონდა სახლი, ომონიაზე იმ ქუჩაზე იძინებდა, სადაც დააღამდებოდა. ვინაიდან 2 წლიდან მამის, ხოლო 16 წლიდან დედის გარეშე ცხოვრობდა, მის ცხოვრებაში არ არსებობდა ადამიანი, რომელიც არასწორი გზით სვლაში ხელს შუშლიდა. ქ-ნ ფოტინის მეუღლე გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად დაიღუპა.

“ძალიან რთულია დღეები, როდესაც დოზა არ გაქვს. შეიძლება შენი დოზა მოგპარონ კიდეც. წარმოიდგინეთ, რა საფრთხეების წინაშე დგას ერთი ქალი, რომელიც ქუჩებში მარტოდ მარტოა, დღისით და ღამით. ჩემს ცხოვრებაში არ არსებობდა ოჯახური გარემო, ვინმე, ვინც იდარდებდა, თუ როგორ ვარ და რას ვაკეთებ. ამიტომ, როცა ნარკოტიკი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, არავინ იყო, რომ “არა” ეთქვა. 

ორმა მნიშვნელოვანმა ფაქტმა მაიძულა ახალი ცხოვრება დამეწყო, ციხეში გატარებულმა დღეებმა და მეუღლის გარდაცვალებამ. ნარკოტიკების მიღება შევწყვიტე, რაღაც მომენტში ცხოვრების აზრი ვიპოვე, შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე, სოციოლოგია შევისწავლე და შემდეგ მაგისტრატურაც გავიარე,” ამბობს ის.

ახლა ქ-ნ ფოტინი თავად არის უნივერსიტეტის პროფესორი.

onalem

ტესტ