fbpx
საზოგადოება

“მირჩევნია გარეთ გავიდე და დამაჯარიმონ, ვიდრე ჩემს საყვარელ ადამიანს დავარტყა” – სოტირის ციოდრასი ოჯახურ ძალადობაზე

მას შემდეგ, რაც საბერძნეთში კარანტინი გამოცხადდა და სახელმწიფომ გადაადგილება აკრძალა, წინ წამოიწია ოჯახური ძალადობის საკითხმა. არსებული მოსაზრებით, გამუდმებით სახლში ყოფნამ, შესაძლოა გაზარდოს ოჯახური ძალადობის შემთხვევების რაოდენობა და სახლში ყოფნა ყველასთვის უსაფრთხო არ არის.

“კორონავირუსი არის ვირუსი, რომელიც გვზღუდავს და ამავე დროს, გვაიძულებს დავიცვათ დისტანცია. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ისიც, რომ სახლებში შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ათასჯერ მირჩევნია, რომ გარეთ გავიდე და დამაჯარიმონ, ვიდრე ჩემს საყვარელ ადამიანს ზიანი მივაყენო და დავარტყა. ასეთ მოვლენებს საბერძნეთში ადგილი არ აქვს.

ვირუსი ცვლის ჩვენს ყოველდღიურ რუტინას. ის გვზღუდავს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ანგარიში გავუწიოთ და გავუგოთ ჩვენს გვერდით მყოფს. ოჯახში ძალადობა – ეს მიუღებელია!” – ასეთი იყო სოტირის ციოდრასის კომენტარი დღევანელი გამოსვლისას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

 

onalem

ტესტ