fbpx
საბერძნეთი

კირიაკოს მიცოტაკიმ ისრაელში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ საომარი ვითარების გამწვავების გამო, ვიზიტი გაუქმდა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკის გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ისრაელში ოფიციალური ვიზიტით ჩასულიყო. დღეს დილით მთავრობის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ვიზიტი გაუქმებულია, რადგან ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არ იძლევა მოგზაურობის საშუალებას.

როგორც ირკვევა, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ღაზას სექტორში საავადმყოფო დაიბომბა და ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა განაახლა მონაცემები. მეორეს მხრივ, შეშფოთება გამოიწვია თელ-ავივის აეროპორტში არსებულმა საგანგაშო ვითარებამ, რომლის ამსახველი კადრებიც გავრცელდა ცოტა ხნით ადრე, ვიდრე გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი გაემგზავრებოდა.

ამას გარდა, იგეგმებოდა მიცოტაკის ვიზიტი იორდანიაშიც, თუმცა, ჩანს, რომ ეს მოგზაურობაც გაუქმდა, ვინაიდან ათენი შიშობს, რომ კრიზისი შეიძლება გაფართოვდეს და რეგიონულ დონეს მიაღწიოს.

უნდა აღინიშნოს ბრიუსელში გუშინ მომხდარი თავდასხმაც, რომელსაც შვედი მოქალაქეები ემსხვერპლნენ, ყველა ამ ინციდენტიდან გამომდინარე მიცოტაკი თავს იკავებს ვიზიტებისგან, რადგან არსებული ვითარება ათენში შიდა უსაფრთხოების საკითხებზეც შეიძლება აისახოს.

onalem

ტესტ