fbpx
საბერძნეთი

კრეტელმა მამაკაცმა ქვაბული შეიძინა, საოცნებო სახლად აქცია და ღამეში 50 ევროდ აქირავებს

ხანიის პრეფექტურაში, სოფელ კალივიანში, არსებობს განსაკუთრებული სახლი, რომელიც ყურადღებას ფოტოების ნახვისთანავე იქცევს. ეს არის სახლი-გამოქვაბული, რომელიც ბუნებრივ კლდეშია აშენებული. ფაქტობრივად, ნახევარი აშენებულია, ნახევარი კი, ბუნებრივი კლდე, რომელიც უკვე არსებობდა ადგილზე.

ეს ადგილი თავდაპირველად მეპატრონეების მიერ გამოიყენებოდა, როგორც საწყობი, თუმცა, შემდეგ გაჩნდა არაჩვეულებრივი იდეა, რომ სახლად ექციათ, დღეს კი, მან ისეთი სახე მიიღო, რომ გაქირავების ობიექტია. ეს არის სტუდიოს ტიპის სახლი, 60 კვადრატული მეტრი, რომელიც იტევს ორ ზრდასრულ ადამიანსა და ორ ბავშვს, ანუ იდეალურია ოჯახების განსათავსებლად. ბინა ყველაფრითაა აღჭურვილი, რაც კი შეიძლება დასასვენებლად ჩასულ ადამიანს დასჭირდეს.

რაც შეეხება მდებარეობას, სახლი არაჩვეულებრივი არჩევანია მათთვის, ვისაც ბალოსის ლაგუნის მონახულება და ფალასარნას სანაპიროს სტუმრობა სურს. მისი საფასური ღამეში 50 ევროა Airbnb-ის პლატფორმაზე.

onalem

ტესტ