fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მუშაობას აძლიერებს – მონიტორინგი უპილოტო საფრენი აპარატით დღეიდან

გავრცელებული ინფორმაციით, დღეიდან საბერძნეთში, ტიმპაკის აეროპორტიდან უპილოტო საფრენ აპარატს გაუშვებენ. დისტანციურად მართვადი თვითმფრინავი საჰაერო მეთვალყურეობას და მონიტორინგს გაუწევს კრეტასა და როდოსის საზღვაო ტერიტორიებს. მისი მარშრუტი მოიცავს ეგეოსის ზღვის გარდა, იონიის ზღვასაც.

საბერძნეთი აძლიერებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, შესაბამისად, უპილოტო საფრენი აპარატით გააკონტროლებს არალეგალური მიგრაციის ტალღებს და ამას გარდა, მონიტორინგს გაუწევს ორგანიზებულ დანაშაულს ზღვაზე.

ფოტოებზე მოცემულ აპარატს შეუძლია იფრინოს 16 საათის მანძილზე და ნათელი კადრები გადასცეს სანაპირო დაცვის ერთიან სამძებრო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრს და Frontex-ის შტაბ-ბინას. ხომალდი საბერძნეთს სწორედ Frontex-ის მიერ გადმოეცა, მომდევნო 6 თვის მანძილზე გამოსაყენებლად.

ახალი თვითმფრინავის პრეზენტაცია დღეს პორტის უფროსისა და Frontex-ის დირექტორის თანდასწრებით გაიმართა.

onalem

ტესტ