fbpx
კატეგორიის გარეშე

ბაბის ანაგნოსტოპულოს ეროვნული გამოცდების ჩაბარება და იურიდიულ ფაკულტეტზე მოხვედრა სურს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ბაბის ანაგნოსტოპულო ორი დღის წინ ფოკიდაში, მალანდრინუს ციხეში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც უარი მიიღო უსაფრთხოების მიზეზების გამო, კორიდალოს ციხეში დარჩენაზე გაკეთებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით.

STAR-ს ინფორმაციით, ის სამი დღის მანძილზე სავალდებულო კარანტინს გაივლის და განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ არის, ვინაიდან რამდენიმე თვის წინ, მოკვლით დაემუქრნენ.

ანაგნოსტოპულო ითხოვს, რომ ციხეში ნახევარ განაკვეთზე იმუშაოს, თუმცა, დაუკმაყოფილდება თუ არა მოთხოვნა, ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან მას კორიდალოს ციხეში მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს. ბაბის, როგორც ჩანს, სხვა სურვილებიც აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი შოკისმომგვრელია საზოგადოებისთვის: მას სურს, რომ ეროვნული გამოცდები ჩააბაროს და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხოს.

უცნობია, სურდა თუ არა ბაბის ამ პროფესიის დაუფლება წარსულშიც თუ სასამართლო პროცესების შემდეგ მოუნდა, რომ კანონები შეისწავლოს.

onalem

ტესტ