fbpx
საბერძნეთი

ადონის გეორგიადისის ახალი განცხადება: “დრო არ არის, საბერძნეთში მაღაზიები გაიღება 3-4 დღის ინტერვალით”

საბერძნეთის განვითარების მინისტრმა, ადონის გეორგიადისმა, ახალი განცხადებები გააკეთა საბერძნეთში ვაჭრობის ამუშავებასთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, ახლა არ არის იმის დრო, რომ სხვადასხვა დაწესებულებების გახსნის თარიღებს შორის იყოს 1 კვირიანი ინტერვალი, როგორც წინა კარანტინის დროს და ისინი მუშაობას დაიწყებენ 3-4 დღის გამოტოვებით.

კერძოდ, 7 დეკემბერს იხსნება სეზონური ნივთების მაღაზიები, ანუ ის მაღაზიები, სადაც საშობაო ნივთები იყიდება და პრიორიტეტი ახლა სწორედ მათ ენიჭებათ.

გეორგიადისის თქმით, ბევრი საჩივარი მოჰყვა ამ დაწესებულებების გახსნის საკითხს, სხვა მაღაზიების მფლობელთა მხრიდან, თუმცა, შეუძლებელია ერთ დღეში ამუშავდეს ყველაფერი და ამას მოჰყვეს ხალხით გადატვირთულობა.

სეზონური ნივთების მაღაზიების შემდეგ, მოსალოდნელია, წიგნების, სათამაშოებისა და ყვავილების მაღაზიების ამუშავება და ასევე სილამაზის სალონების გახსნა, რადგან მოსახლეობისთვის განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენენ.

“თუკი ყველაფერი კარგად წავა, მაღაზიები გაიხსნება 3-4 დღის ინტერვალით. დრო არ გვაქვს, რომ გავაკეთოთ 1 კვირიანი ინტერვალები. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ დაწესებულებაში ზომებს არ დაიცავენ და კვლავ ვიხილავთ ხალხით გადატვირთულობას, სხვა გზა არ იქნება, გარდა ისევ დახურვისა. 

გვესმის, რომ სადღესასწაულო პერიოდში დაკეტილი მაღაზიები, მათი მფლობელებისთვის უდიდესი ზარალი და დანაკარგია, სწორედ ამიტომ, გვსურს, რომ ავამუშაოთ მთლიანი ბაზარი, თუმცა, დიდი სიფრთხილით. მაღაზია, რომელიც დაარღვევს მიღებულ ზომებს, არ დაჯარიმდება, არამედ დაიკეტება,” განაცხადა გეორგიადისმა.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათიდან სეზონური ნივთების მაღაზიების სამუშაო გრაფიკია დილის 07:00 საათიდან 20:30 საათამდე.

onalem

ტესტ