fbpx
საბერძნეთი

დაკეტილი მეტროსადგურები და 5.000 პოლიციელი დღეს ათენის ცენტრში

დღეს 6 დეკემბერია, რაც ნიშნავს, რომ 12 წელი გავიდა 15 წლის მოსწავლის, ალექსის გრიგოროპულოს ტრაგიკული გარდაცვალებიდან. საბერძნეთში მას შემდეგ არცერთი წელი არ გასულა აქციებისა და დაპირისპირებების გარეშე და საბერძნეთის პოლიცია დღესაც ელის დაძაბულ მდგომარეობას.

სწორედ ამიტომ ათენის ყველა ცენტრალურ უბანში მობილიზებულია ოფიცრების დანაყოფი, ქუჩებში საგანგებო რეჟიმში მუშაობს 5.000-მდე პოლიციელი და აკონტროლებენ სიტუაციას, რათა თავიდან იქნას არიდებული ხალხმრავლობა.

პოლიციის ბრძანების საფუძველზე, ათენში დღეს დაკეტილი იქნება 6 მეტროსადგური.

კერძოდ, საუბარია შემდეგ სადგურებზე: ომონია, პანეპისტიმიო, სინდაღმა, აკროპოლი, მონასტირაკი, ვიქტორია.

ყველა აღნიშნულ სადგურში მატარებელი ჩაივლის გაჩერების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ პოლიცია აქტიურ რეჟიმში მუშაობს არა მხოლოდ ათენში, არამედ სხვა დიდ ქალაქებშიც.

onalem

ტესტ