ატიკა და თესალონიკი “წითელ ზონებად” იქცნენ – დღევანდელი მონაცემები არასახარბიელოა
საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტრო დღეისთვის საკმაოდ არასახარბიელო მონაცემებს აქვეყნებს. მას შემდეგ, რაც გუშინ კორონავირუსით ინფიცირების 52 შემთხვევა დაფიქსირდა, ეს რიცხვი დღეს 57-მდეა გაზრდილი.
ირკვევა, რომ თესალონიკი და ატიკის რეგიონი ე.წ. “წითელ ზონებად” იქცნენ, რადგან ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ აქ ვლინდება.
57-დან მხოლოდ და მხოლოდ 13-ია შემოტანილი შემთხვევა, არადა საზღვრების გახსნის დასაწყისში სწორედ ტურისტები იყვნენ ისინი, ვინც ინფიცირებულების უმეტესობას შეადგენდნენ, ახლა ვირუსმა გავრცელება დაიწყო შიგნით.
წარმოგიდგენთ, თუ როგორ ნაწილდება დარჩენილი 44 ინფიცირებული:
18 – ატიკის რეგიონი
11 – თესალონიკი
7 – კავალა
2 – ლეფკადა
1 – ახაია
1 – იმათია
1 – კილკის
1 – კორინთია
1 – დოდეკანესი
1 – როდოპი.
დღეის მონაცემებით საბერძნეთში ვირუსით 203 ადამიანია გარდაცვლილი.