საბერძნეთი: მდინარე ევროსში უცხოელ ქალსა და მის სამ შვილს ეძებენ
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საბერძნეთის პოლიცია მდინარე ევროსში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეძებს, რომლებიც ნავის ამობრუნების შედეგად წყალში ჩაცვივდნენ.
თურქეთის 9 მოქალაქე საბერძნეთში მდინარე ევროსის საშუალებით მოდიოდა, თუმცა, შუაღამეს ნავი ამობრუნდა.
როგორც ნავის გადარჩენილი 5 მგზავრი იტყობინება, რომლიც წყლიდან მოგვიანებით ამოიყვანეს, იქ კიდევ ოთხი ადამიანი იყო, ქალი, სამი ბავშვით.
ამ დროისთვის პოლიცია სამძებრო ღონისძიებებს აწარმოებს, რათა დედა და სამი ბავშვი იპოვონ.
საქმეში ჩართულია ინტერპოლიც.