fbpx
პოზიტივი

უნიკალური კადრი, რომელსაც სიტყვები არ სჭირდება

ეს არის უნიკალური კადრი, რომელიც იქცა სასოწარკვეთისა და თანაგრძნობის სიმბოლოდ. კადრი, რომელშიც ჩანს, როგორ ეხუტება მუშაობით ძალაგამოცლილი ექიმი მოხუცს, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული და ტირის. ფოტო გადაღებულია ამერიკაში, მაგრამ ასახავს რეალობას, რომელშიც ახლა მთელი მსოფლიო ცხოვრობს.

“ვიყავი კოვიდ-19-ის განყოფილებაში და დავინახე, როგორ ადგა მოხუცი საკუთარი საწოლიდან, ცდილობდა, წასულიყო და ტირილი დაიწყო. მივუახლოვდი და ვკითხე, თუ რატომ ტიროდა და მიპასუხა, რომ უნდოდა თავის ცოლთან ყოფილიყო. ჩავეხუტე, ის კი უბრალოდ ტიროდა, მოგვიანებით დამშვიდდა. მე თავი ზუსტად ისევე სასოწარკვეთილად ვიგრძენი, როგორც ის გრძნობდა,” ამბობს ჯოზეფ ბარონი CNN-თან ინტერვიუში.

onalem

ტესტ