fbpx
პოზიტივი

61 წლის ბერძენმა ქალმა დიდი ბრიტანეთის Master Chef მოიგო

ირინი ძორძოღლუმ ნამდვილი ფურორი მოახდინა და დიდი ბრიტანეთის Master Chef-ის გამარჯვებული გახდა. კრეტელი ქალი, რომელიც 61 წლის არის, ამბობს: “შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ძალიან ბევრი სირთულე, მაგრამ ყოველთვის უნდა იპოვო ძალა და შენ სასწაულებს მოახდენ.”

“ვკანკალებ, ჰაერში დავფრინავ. არ ვგრძნობ, რომ ახლა ფეხი მიწაზე მიდგას. რა გამოცდილება მივიღე, სიტყვები არ მყოფნის, რომ ეს გამოვხატო. ძალიან მადლობელი ვარ და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი თავის მჯერა.”

რას ამბობს ერთ-ერთი მსაჯი ირინი ძორძოღლუზე?!

“ის ამზადებს კერძებს, რომლებიც ძალიან კარგად იცის კრეტადან და შემდეგ ამას თანამედროვე სტილში გარდაქმნის. მას ხელებში აქვს მაგიური ძალა და ცეცხლი თავის მუცელში. მას უნდოდა შვილიშვილებს მისით ეამაყათ და მან ეს შეძლო.”

 

ირინი BBC-შიც კი მოხვდა.

onalem

ტესტ