fbpx
საბერძნეთი

სავალდებულო ვაქცინაცია საბერძნეთში – ხელფასის გარეშე აცრის მოწინააღმდეგეები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სტელიოს პეცამ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან სავალდებულო ვაქცინაციაზე ისაუბრა.

ამ დრომდე ცნობილია, რომ სავალდებულო ვაქცინაცია ეხებათ მოხუცთა მოსავლელი ცენტრების პერსონალს და სექტემბრიდან უკვე აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება ჯანდაცვის სფეროს მუშაკებზეც. როგორც პეცამ თქვა, ვაქცინაცია აუცილებლობას კიდევ რამდენიმე სექტორში წარმოადგენს და უახლოეს მომავალში სხვა პროფესიის წარმომადგენლებსაც დაუწესდებათ ვალდებულება, რომ აიცრან კორონავირუსზე.

ირკვევა, რომ ოფიციალური გადაწყვეტილებები მომდევნო კვირებში მიიღება, თუმცა, ცნობილია, რომ განიხილება აცრის ვალდებულების დაწესება მასწავლებლებისა და პროფესორებისთვის, ანუ ვინც საგანმანათლებლო სფეროში მუშაობს და ასევე, საჯარო მოხელეებისთვის, რომლებიც, ასე ვთქვათ, მომსახურების წინა ფრონტზე იმყოფებიან.

ვინც სავალდებულო აცრაზე უარს იტყვის:

  • არ გადაეხდება ხელფასი
  • მის წინააღმდეგ არ აღიძვრება არანაირი საქმე და არ დააკავებენ
  • ისინი ვერ ისარგებლებენ დაზღვევის შენატანით.

onalem

ტესტ