fbpx
საზოგადოება

საბერძნეთს გვალვა უახლოვდება – მოსალოდნელია 40 გრადუსზე მეტი, რაც რეკორდად სახელდება

ბერძენი სინოპტიკოსის, საკის არნაუტოღლუს ინფორმაციით, ხვალიდან საბერძნეთში ძლიერი გვალვა გველის. დაფიქსირდება ისტორიულად მაღალი ტემპერატურა გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ მაისის შუა რიცხვებია და ეს სეზონისთვის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი იქნება.

კერძოდ, 15-17 მაისს საბერძნეთში ჰაერი 40 გრადუსამდე გათბება და ზოგიერთ რეგიონში 42 გრადუსიც კი დაფიქსირდება.

როგორც არნაუტოღლუ ამბობს, ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში სტაბილურად 39 გრადუსი იქნება, ხოლო კონკრეტულ საათებში, შუადღეს შესაძლოა 40 გრადუსი დაფიქსირდეს. ქვეყანას ეხმარება ცხელი ჰაერის მასებისა და ჯერ კიდევ ცივი ზღვის ურთიერთქმედება, რაც კლიმატს ასტაბილურებს. სინოპტიკოსის თქმით, რომ არა ეს ფაქტორი, ზაფხულში ჰაერი 49 გრადუსამდეც კი გათბებოდა.

ათენის ცენტრში 40 გრადუსი შაბათს შუადღეს არის მოსალოდნელი.

ცნობილია, რომ შაბათ-კვირას ღია იქნება ორგანიზებული პლაჟები და მოსახლეობა ზღვაზე გაგრილებას შეძლებს, ხოლო მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, ძირითადად მოხუცებს, ურჩევენ, რომ ძლიერი სიცხის პირობებში გადაადგილებას მოერიდონ.

ასევე, უნდა მოვერიდოთ კონდენციონერის გამოყენებას ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ხალხია.

onalem

ტესტ