fbpx
კანონმდებლობა

საბერძნეთის მთავრობამ “ასილოსთან” დაკავშირებით ახალი, მკაცრი კანონი მიიღო!

დღეს დილით საბერძნეთის ახალმა მთავრობამ თავშესაფრის საბუთთან დაკავშირებით ახალი კანონი ოფიციალურად მიიღო. პარლამენტში მწვავე დაპირისპირება მოხდა კირიაკოს მიცოტაკისა და ალექსის ციპრასს შორის, ვინაიდან ახალი პრემიერი ციპრასს არასწორი პოლიტიკით მუშაობაში ადანაშაულებდა.

ახალი კანონის მიხედვით, დაჩქარდება “ასილოს” იგივე თავშესაფრის საბუთის გაცემა იმიგრანტებზე, რომლებიც ცალსახად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს და აქვთ ლტოლვილის სტატუსი, ხოლო ისინი, ვისაც “ასილო” არ ეკუთვნით, აუცილებლად დაბრუნდებიან უკან, თურქეთში.

აღნიშნულ კანონს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ეს იმიგრანტთა უფლებების უხეში დარღვევაა.

“საბერძნეთს საბოლოოდ ექნება თავშესაფრის კონკრეტული, ამასთანავე მრავალმხრივი და ფუნქციონალური სისტემა. საბუთი ამიერიდან ძალაში იქნება მიღებიდან 6 თვის მანძილზე და აპლიკანტები პასუხს, აიღებენ თუ არა თავშესაფარს, მოთხოვნიდან 10 დღეში გაიგებენ. ვისაც საბუთი არ ეკუთვნის, თურქეთში დაბრუნდება,” განაცხადა კირიაკოს მიცოტაკიმ.

 

 

onalem

ტესტ